კინომცოდნე გოგი დოლიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინომცოდნის, კინოკრიტიკოსის, ლიტერატორის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ გოგი დოლიძის გარდაცვალების გამო.
უნივერსიტეტი უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.
გოგი დოლიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
პანაშვიდები: 7 და 8 ნოემბერს
გამოსვენება: 9 ნოემბერს, 14:00 საათზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
