შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “სპარის” თანამშრომლებზე ჯგუფური თავდასხმის საქმის ფარგლებში, მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანის სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ,2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
