Friday, November 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს” – არქიმანდრიტი ილია თოლორაია

November 5, 2025
“საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს” –  არქიმანდრიტი ილია თოლორაია

არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ, რომელიც საპატრიარქოში მის მიერ გამოთქმული განცხადებების გამო იყო დაბარებული, საპატრიარქო დატოვა. მისი თქმით, მღვდელმთავრები მას „მონანიებას“ სთხოვდნენ.

„შევედი საპატრიარქოში. ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ რა განცხადებებიც გავაკეთე, ეს იყო ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფა და ეს უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც არ მაცდიდნენ და ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას „მოინანიე და გადი“. მე არ გავჩერდი და ვთხოვე მათქმევინეთ სიტყვა -მეთქი. ის, რაც ვთქვი მე, „ეგზარქოსი“, მანამდე მამა დოროთემ თქვა, რომ „თქვენ ხართ რუსეთისგან მოგზავნილები“, ამიტომ მე რაც ვთქვი ამას ავხსნი-მეთქი. მამა დოროთეზე მითხრეს, რომ სინანული უნდა გამოხატოსო. ბოლოს თქვეს, რომ ან „მოინანიე ან ზომებს მივიღებთო“. მე ვუთხარი, რომ ჩემ გარეშე პატრიარქთან არ შეხვიდეთ-მეთქი. ბოლოს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება, გადი გარეთო. ვუთხარი რა ხდება, რა არის მეთქი?!… ფაქტობრივად გამომაგდეს. ბოლომდე არ მასაუბრეს. გამოსვლის დროს მიჯიკავა და ხელით მაწვება. ვუთხარი რატომ მიჯიკავებ ხელით-მეთქი. თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ უშიშროებაში ისწავლა. მე ხელი არ მიმიბრუნებია. ვიდექი და ვთხოვე, რატომ მკრავ ხელს-მეთქი?! მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ! მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, მეუფე შიო. არ მოვინანიებ არასდროს! მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას“, – განაცხადა რქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, ის საპატრიარქოში პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ და ასევე, მეუფე თეოდორემ დაიბარა.

ცნობისთვის, ის საპატრიარქოში მის მოძღვართან ერთად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივიდა, თუმცა შენობაში თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ შეუშვეს და შეხვედრას მხოლოდ არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაესწრო. საპატრიარქოსთან მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსა და საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის. სამღვდელო პირი ითხოვდა საპატრიარქოში შესვლას, რის უფლებასაც უსაფრთხოების თანამშრომლები არ აძლევდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • “ეს პატრიარქის მხრიდან ძალიან დიდი ცოდვის წახალისება იქნებოდა”- რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge