Tuesday, January 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა” -თაზო დათუნაშვილი

November 5, 2025
“მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა” -თაზო დათუნაშვილი

მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, გუშინდელ ანგარიშში ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშეა ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი დასრულებულია.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული.

შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული, პირიქით, იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. „ქართული ოცნების“ ეს რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულება მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • რა ვითარებაა გზებზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს
  • რას აცხადებს ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge