ირლანდიიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი გამოაძევეს. ქვეყნის სასაზღვრო და იმიგრაციის ეროვნულმა ბიურომ 3 ნოემბერს მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც ქვეყნიდან 52 პირი გააძევა.
დეპორტირებულია რამდენიმე ოჯახი – მათ შორისაა 35 კაცი, 10 ქალი და 7 ბავშვი. სწორედ მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.
