პარტიების აკრძალვის სარჩელის განმხილველი მოსამართლე ვასილ როინიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”დროს პროკურორი იყო.
“ქართული ოცნების” სარჩელს, რომელიც 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, კოლეგიის თავმჯდომარეა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, წევრები კი არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.
საჯარო წყაროების მიხედვით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის 2006-2008 წლებში იყო აჭარის პროკურორი და 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ოცნებას ნახსენები აქვს, სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმე “ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის” ნაწილში, მოსამართლე ვასილ როინიშვილი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო, მოგვიანებით კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა.
