არქიმანდრიტი დოროთეს შემდეგ საპატრიარქოში აქციებში მონაწილე სასულიერო პირი, მამა ილია თოლორაიაც დაიბარეს. ირკვევა, რომ მასთან გასაუბრება მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს სურთ.
მამა ილია თოლორაია საპატრიარქოში ხვალ 13:00 საათზეა დაბარებული. სასულიერო პირი იქ მისვლას გეგმავს და ამბობს, რომ მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით მაღალ იერარქებს აქვთ.ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამა ილია თოლორაიას საპატრიარქოში დაბარებამდე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასულიერო პირს კითხვებზე პასუხები ჰქონდა გასაცემი. განაგრძეთ კითხვა…
