Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ორივე შემთხვევაში უცაბედი გამდიდრება “არ ამცდებოდა” – რას წერს ლალი მოროშკინა?

November 2, 2025
“ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს!” – რას წერს ლალი მოროშკინა?

ორჯერ მომიწია მაღალი რანგის თანამდებობაზე ყოფნა. ზურგს უკან ჩურჩულებდნენ, სავარძელს “აფუჭებსო”. ორივე შემთხვევაში უცაბედი გამდიდრება “არ ამცდებოდა” – ამის შესახებ პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

“როდესაც შენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხარ, თავისთავად ბევრი ხიბლი ჩნდება.
მთავარია ამ დროს იმოქმედობო კანონის და მრწამსის მიხედვით,რომც იცოდე, რომ ამ სვლას შენი კარიერა შეეწირება.
ორჯერ მომიწია მაღალი რანგის თანამდებობაზე ყოფნა. ზურგს უკან ჩურჩულებდნენ, სავარძელს “აფუჭებსო”. ორივე შემთხვევაში უცაბედი გამდიდრება “არ ამცდებოდა”.
კონფლიქტების სამინისტროში ვთვლიდი, გამდიდრება კონფლიქტის ხარჯზე-ამორალურია, მიუხედავად იმისა, რომ 300 ლარი მაქვს ხელფასი, ერგნეთის ბაზრობაზე ტუალეტის ქაღალდის, ზეთის და სიგარეტის ბიზნესს არ უნდა გავეკარო.
გავა დრო და ბევრი მეტყვის
– რა სულელი იყავი, ყველამ იშოვა მილიონები. და შენ?
მე კი ოსების წინ, მოლაპარაკებებზე პირნათელი ვიჯექი, რომ ამ საზარელ კონფლიქტზე არ ვმდიდრდებოდი.
ბენეფიტი? -იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ:
ახლაც შემიძლია ტელეფონის აღება და საქმეზე დალაპარაკება (ასე იყო, გატაცებული ადამიანების შემთხვევაშიც და უარი არასოდეს მიმიღია)
რაც შეეხება სასჯელაღსრულებიდან ჩემს სკანდალურ წამოსვლას 2014 წელს, აქაც საქმე “მარტივად” იყო. მე უბრალოდ უნდა ამეღო 40.000 -იანი პრემია,
“უბრალოდ ჩუმად ჩამედო ჯიბეში”, მაშინ როცა ხელფასი 1600 ლარი მქონდა და ყველას კარგად გახსოვთ რა მძიმე იყო სისტემაში მუშაობა….
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მე ვიქნებოდი პირველი პოლიტ.დევნილი საქართველოდან.
დღემდე არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი ამბავი,მაგრამ ფაქტია, რომ სტრასბურგიდან დამაბრუნა და დღემდე მისი ერთგული ჯარისკაცი ვარ.
სხვათა შორის, ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, მიიღო პატლამენტმა კანონი პრემიაზე არაუმეტეს ერთი ხელფასის ოდენობის დანამატის შესახებ!
ეს ჩემი სახელობის კანონია!
არჩევანი ყოველთვის არსებობს. მთავარია შენ მიიღო სწორი გადაწყვეტილება შენს თავთან.
დღემდე უამრავი ზარი მიმიღია ამა თუ იმ საქმის “გაჩარხვაზე” და დიდ სარგებელზე, შარშან ზაფხულში კი პირადაპირ
“ვერბოვკის” მცდელობა განხორციელდა, როდესაც უახლოესი ადამიანები მომიგზავნეს, რომ მე ისტორიის “სწორ მხარეს” დავმდვარიყავი, მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი ტალახში გამესვარა, საპირწონედ კი ჩემი საბანაკო დავალიანება დაიფარებოდა და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ლამაზ და კოხტა პატარა სახლში ვიცხოვრებდი….
ამ საუბარს ზღვისპირა რესტორანში ჩემი მხრიდან ორი მეგობარი ესწრებოდა და კი იციან რითიც დამთავრდა ამბავი…
რატომ ვწერ ამდენს.
მიუხედავად ცდუნებისა, ჯობია საკუთარ სინდისთან დარჩე კომფორტის ზონაში.
დიახ, რთულია მუშაობა, მუშაობა, ბანკთან ვალდებულება და ა.შ.
მაგრამ მერწმუნეთ წყნარ ძილს არაფერი ჯობია….
P.S. ასე გავხდი კახელი, გავეცალე ქალაქს, 10 წლის მერე ბანკსაც დავფარავ და პენსიაზე დავტკბები ცხოვრებით, ახლა კი ბოდიში ტურისტი მელოდება🤣 და თუ ჩამოხვალთ სიღნაღში თავად დაგხვდებით…”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • „მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“- გაიგეთ დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge