ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2022 წელის იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებები გახდება.
“მოკლედ, ახალი წლის დღეებში დაგინდეთ და არ გითხარით, მაგრამ ახლა უნდა გითხრათ, რომ აწ დამდგარი 2022 წელი იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე 2021, 2020, 2019 თუ მანამდე წლები. უახლოესი 3 წელი “ქართულ ოცნებას” არჩევნები არ აქვს და აიწყვიტავს ბოლომდე, თუ რამე დარჩა იმასაც მოგუდავს. ფასები, გადასახადები, ტერორი, სიდუხჭირე,… ყველაფერი გაიზრდება. მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ 2024 წელს სამუდამოდ გააჯ…მენ! ხოდა მოემზადეთ, ძალიან მძიმე დრო გველის წინ.
მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ და დანარჩენს მოვერევით!”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
