არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. ის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ მისი დადუმებისა და დაშინების მცდელობები.
“კარგი იქნება, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე, თუ შეეშვებიან ჩემი დაშინების და დადუმების მცდელობას, რადგან რაც უფრო შემეწინააღმდეგებიან, მით უფრო აყვირდება ჭეშმარიტება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს, და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე და დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაანადგურებენ ეკლესიის რეპუტაციას.” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
