ბიზნესმენ თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მას ვერ წარმოედგინა თუ საქართველოში ამხელა ფული და კორუფცია იყო.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ჟურნალისტებს, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრამდე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებისა და მათი ნაწილის მისამართით დაწყებული სამართლებრივი პროცედურების შეფასებისას განუცხადა.
„ის, რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ასეთი დიდი კორუფცია ვერც წარმომედგინა თუ არსებობდა. ვერც ის, საქართველოში ამხელა თანხები თუ არსებობდა, მოსაპარადაც, არათუ საშოვნელად. ძალიან დიდი თემაა. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი. სულ მაღალ ეშელონებში იქნება, ვთქვათ დავლენ გამგებლების, პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე თუ არ ვიცი“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვა. შეხვედრა სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარეობდა. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა კობახიძესთან ერთად განათლების დაგეგმილი რეფორმა უნდა განიხილონ.
