ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბრისას, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს ეხმაურება.
მისი თქმით კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს პირადი სარგებლის მიღება, რაც არამხოლოდ პარტიის არამედ ქვეყნის ღალატიცაა.
“2022 – 2024 წლებში, როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი, მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა – გვარებს არ ვასახელებ – გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, რაც გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია. როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა. ასეთ პირობებში ადამიანი როცა ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი – არ მინდა უფრო უხეში შეთანხმება გამოვიყენო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
