პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავებულია ერთი პირი.
“საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – ,,Instagram”-ის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ასევე ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
