Monday, December 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვრცელდება ჭორები”- როგორია ავარიაში დაშავებული 18 წლის ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა – რას ამბობს გოგონას მამა

October 29, 2025
“ვრცელდება ჭორები”- როგორია ავარიაში დაშავებული 18 წლის ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა – რას ამბობს გოგონას მამა

24 ოქ­ტომ­ბერს სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ას 19 წლის ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრომ­დე სიკ­ვდილს ებ­რძვის მისი მე­უღ­ლე, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა, ამ ზა­ფხულს ჰქონ­დათ ქორ­წი­ლი და ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ, მაგ­რამ იმ დღეს მომ­ხდარ­მა სა­ში­ნელ­მა ავა­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

შა­ბათს დაკ­რძა­ლა­ვენ ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვილს. მისი ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს. რო­გო­რია ამ­ჟა­მად ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გო­გო­ნას მა­მას, ავთო კუ­ჭუ­ხი­ძეს ესა­უბ­რა:

– რო­გო­რია ამ­ჟა­მად თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი თქვენ­თან ერ­თად ლო­ცუ­ლობს მის­თვის და აინ­ტე­რე­სებთ გა­უმ­ჯო­ბეს­და თუ არა ლი­კას ჯან­მრთე­ლო­ბა?

– ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, ვინ რას წერს, ვინ რას ავ­რცე­ლებს… ათას­ნა­ირ ჭორს ვკი­თხუ­ლობ, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ნა­თე­სა­ო­ბა­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან მძი­მედ არის, ძა­ლი­ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბი­თაც, ის ებ­რძვის სიკ­ვდილს, ექი­მე­ბი იმედს გვაძ­ლე­ვენ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ლიკა კონ­ტაქ­ტუ­რი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით, იმი­ტომ, რომ სჭირ­დე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დი ხე­ლოვ­ნურ ძილ­ში ყოფ­ნა, რად­გან ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი, არ ვიცი რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, ისე­თი დიდი ტრავ­მე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, დრო სჭირ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რომ გა­მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი.

ახლა გვაქვს კი­დევ ოთხი, ხუთი დღე ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი და ამ კრი­ტი­კულ დღე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ლა­ხავს ჩემი შვი­ლი, მე მჯე­რა ამის, ჩემი შვი­ლი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და მწამს უფ­ლის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს ჩვენ­თან ერ­თად. მინ­და ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა, მინ­და ყვე­ლას უფალ­მა უბო­ძოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, ღმერ­თმა გა­ა­ხა­როს და გა­აძ­ლი­ე­როს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი. თქვენ არ იცით, რო­გო­რი დიდი იმე­დი და ძალა ხართ ჩვენ­თვის.

– ბა­ტო­ნო ავთო, თა­ვის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ლი­კას?

– ოპე­რა­ცია არა­ნა­ი­რი არ ჩა­ტა­რე­ბა, პა­ტა­რა მიკ­რო ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, მიკ­რო­ჩი­პი ჩა­უს­ვეს, რომ­ლი­თაც არე­გუ­ლი­რე­ბენ წნე­ვას. მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, ხერ­ხემ­ლის ნეკ­ნე­ბი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს და მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ პერ­სო­ნალს, ექი­მებს, ყვე­ლას, ვინც იბ­რძვის იმის­თვის, რომ ჩემი შვი­ლი კარ­გად იყოს და სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს.

– ორ­სუ­ლად არის ლიკა? ნა­ყო­ფი შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს?

– ლიკა ამ­ჟა­მად ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია, ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, რომ ასე გა­და­წყვი­ტეს ექი­მებ­მა. და­ძი­ნე­ბუ­ლი ჰყავთ და თან მკურ­ნა­ლო­ბენ, რაც სა­ჭი­როა კეთ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ეტა­პობ­რი­ვად აკე­თე­ბენ ექი­მე­ბი. 4 თვეა, რაც და­ქორ­წინ­დნენ. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. ჩემი სიძე, იგი­ვე ჩემი შვი­ლი იყო. მე დიდი პა­ტი­ვით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღე და ჩა­ვი­ხუ­ტე გულ­ში. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფლორიდაში უკრაინული გუნდი მუშაობს, დისკუსიის დეტალებზე ანგარიშს ველოდები” – ზელენსკი
  • დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის მუშა დაიუპა
  • “რუსეთის უნივერსიტეტებში აფხაზ სტუდენტებს აიძულებენ, სამხედრო სამსახურში დარეგისტრირდნენ” – მედია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge