გამოვცადეთ ბირთვული ძრავის მქონე უპილოტო წყალქვეშა დანადგარი “პოსეიდონი” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
“გუშინ ჩვენ ჩავატარეთ კიდევ ერთი პერსპექტიული კომპლექსის, წყალქვეშა უპილოტო დანადგარი პოსეიდონის გამოცდა. ასევე ბირთვული ენერგეტიკული ძრავით. ჩვენ პირველად გამოგვივიდა არა მხოლოდ წყალქვეშა ნავიდან მისი სასტარტო ძრავით გაშვება, არამედ ატომური ენერგეტიკული ძრავით გაშვება, რომლის მეშვეობითაც აპარატმა გარკვეული დრო იმოძრავა” – თქვა პუტინმა.
