Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე” – ირაკლი ფავლენიშვილი

October 28, 2025
“გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე” – ირაკლი ფავლენიშვილი

“გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მოღალატე. მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრიც იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას, მე მგონი მერე თავის ბოლო პარტნიორსაც უღალატა. ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. საბოლოოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს „ქოცურ“ წიაღს, თუმცა მგონი, ამ „ქოცურ“ წიაღში დიდად არც იბრუნებენ ამ ადამიანს. ამიტომ, მართლაც ტრაგიკული გახლავთ ის ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მას ჰქონდა. საბოლოოდ, ის არც ოპოზიციის მიერ არის აღქმული ოპოზიციად და მგონი, მგონი არც ხელისუფლების მიერ არის აღქმული ხელისუფლებად, ეს არის მისი ტრაგედიის არსი“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონზე და განაცხადა, რომ ეს ყველაზე ავტორიტარული კანონია, რაც კი ქვეყანას უნახავს.

„საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ზოგადად, კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული იმიტომ, რომ უკვე ყველანაირი უფლება არის შეზღუდული. ქრესტომათიული მაგალითი არის ჩვენს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ალბათ, სასწავლო კურსშიც შეიტანენ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე გათვლებით, ასი ათასობით მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებზე რომელ პარტიებსაც ხმას აძლევდნენ, ის უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ ექნება არსებობის საშუალება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული, დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge