2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოში 1 379 ადამიანი დაადეპორტეს – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში (1 379) და თურქეთში (1 614) გააძევეს.
მათი ცნობით, მიმდინარე წელს გერმანიიდან საერთო ჯამში 17 651 ადამიანის დეპორტაცია მოხდა. მათგან 3 095 დეპორტირებული კი არასრულწლოვანი იყო.
