სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქველმოქმედო აქტივობასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
“სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა…
4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე და მოვყევი ამბავი, როგორ დაუთმო ემიგრანტების ოჯახმა გამოკეტილი სახლი უსახლკარო მოხუცებს… იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს?! –
კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა. ანუ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დავაბინავებთ!
დავაბინავებთ და ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ! ჩემო კარგო ქვეყანა”, – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
https://mix.metronome.ge/24877-2/
