Monday, March 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ჯანგველაძის მკვლელის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

October 24, 2025
ლევან ჯანგველაძის მკვლელის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული გელა უძილაურის განაჩენზე ბრიფინგი ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული გელა უძილაური დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.

ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ბრალდებულებმა გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ასევე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19″ მოდელის პისტოლეტი ბრალდებულმა ჯოხაძემ მსჯავრდებულ უძილაურს გადასცა.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა ქ. თბილისში სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან. დაახლოებით 19:14 წუთზე გელა უძილაური მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გიორგი ჯოხაძეს, სადაც ასევე სასტუმროში მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.

ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა მიმდინარე წლის 16 თებერვალს და მივიდა სასტუმრო „ამბასადორში“. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ ისიც მივიდა სასტუმრო „ამბასადორთან“, თუმცა ვერ განახორციელა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა მისთვის ხელსაყრელი პირობების არ არსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.

მიმდინარე წლის მარტის თვეში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნების – მაგალითად, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს… 20-25 აქტივისტი ფაქტობრივად, 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა” – თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი
  • დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მათ შორის 7 არასრულწლოვანი – შსს
  • სპეციალური ბრიფინგი შსს-ში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge