კინაღამ საქართველოს სათავეში მოვიდა, კინაღამ დააქცია ქვეყანა. შემთხვევით კი არ ჰქონდა სააკაშვილს მის მიმართ პრეტენზიები, მან იცოდა, რომ პატარკაციშვილი (ბადრი) გრუ-ზე მუშაობდა” – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის რუსი ოლიგარქი და მკვლელი უწოდა.
“ხალხს უნდა აჩვენო ნამდვილი იდეური ბრძოლა, ოპოზიციაში არის უმაგრესი, უვაჟკაცესი ხალხი… კბილებით მიგვყავს პროცესი, მაგრამ შემოგვიგდებენ ხოლმე რაღაც ტიპის, ორმაგი სტანდარტის ხალხს, რომლებიც ბედუკაძის კადრების წარმდგენები არიან, დამჯერებლები კი არა, – ხან პატარკაციშვილისნაირი ხალხისგან რომ ფინანსდებიან…
შენ თუ რუსი ოლიგარქი გაფინანსებს… აბა, ვინ იყო პატარკაციშვილი?! არ იყო რუსი ოლიგარქი, აბა ვინ იყო?! ის ჩანაწერი დაგავიწყდათ, ქვეყანას რომ ინაწილებენ? – არ არის რუსი ოლიგარქი?! – არა?
პატარკაციშვილმა რა პასუხი უნდა გამცეს ტროტილზე დამისვა ოჯახი… ძალიან გთხოვთ, როცა მე ვზივარ პატარკაციშვილის სახელი მორიდებით ვახსენოთ…. მაპატიეთ, მაგრამ ოლიგარქი და მკვლელი…. კინაღამ საქართველოს სათავეში მოვიდა, კინაღამ დააქცია ქვეყანა, მართლა ობიექტურები ვიყოთ, შემთხვევით კი არ ჰქონდა სააკაშვილს მასთან პრეტენზიები… ჰქონდა იმ ადამიანს ინფორმაცია, მართლა მასე კი არ არის… სააკაშილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი მუშაობდა გრუ-ზე”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან საუბრისას.