პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალური ქსელის მეშვეობით გარდაცვლილ დედას ემოციურ წერილს უძღვნის, რომელსაც 80 წელი შეუსრულდებოდა.
“დღეს, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი, ახლა შენი 80 წლის იუბილეს ბოლო მზადებაში ვიქნებოდით… დღეს, რომ ჩემთან დარეკვა შეგეძლოს, ზუსტად ვიცი, როგორი ამაყი შეფასებებით დამირეკავდი ყველა იმ გადაცემის მერე, რომელსაც ძალიან მინდოდა მოსწრებოდი… ისევე როგორც მთელი გულით მინდოდა მოსწრებოდი შენს მესამე შვილიშვილს…
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ყველაზე ლამაზო და ტკბილო ლილი… დღეს უკვე დიდ სიმძიმეს ვატარებ ამ სიტყვებს სიცოცხლეში ხშირად რომ ვერ გეუბნებოდი… მიყვარხარ! მაინც მჯერა, რომ ყველაფერს ხედავ და სულ მეხმარები”, – წერს სულაბერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

