ჰოსპიტალური ინფექციები და კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა აუცილებელი არ უნდა იყოს აუცილებელი – ამის შესახებ ინფექციონისტი, კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ეკეატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ წერს.
“ტიკარაძე: “პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”.
ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
ან ვინც ოდნავ კრიტიკულ რამეს ვიტყვით ხოლმე, ხალხის მტრები არ ვართ და ამას ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოყვებოდეს.
თვითკრიტიკა არავის და არაფერს წყენს, პირიქით, უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში”, – წერს ბუწაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.