ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.