თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიღბის ტარების გამო დაკავებული საბა ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.
საბა ჯაფარიძის განმარტებით, ის ე.წ. ელექტრონული ბორბლით გადაადგილდება, რომლის მოხმარების მკაცრი ინსტრუქცია ჩაფხუტისა და ქვეშ ბალაკლავის ტარებაა, თუმცა მისი თქმით, პარლამენტთან დგომისას სახე დაფარული არ ჰქონდა.
“ყოველდღე მაგ ტრანსპორტით გადავაადგილდები. ჩაფხუტის შიგნით ბალაკლავა გვიკეთია. პარლამენტთან დგომისას სახე დაფარული არ მქონია. ამის მოტივი არც მაქვს. ყველგან ხმამაღლა ვაფიქსირებ, რომ იქ ვარ და არაფერი მაქვს დასამალი.
ცოტა მრცხვენია, რომ ამდენ ხალხი მოგაცდინეთ, მაგრამ 18 ოქტომბერს ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკიდან რომ მილიონები და ძვირფასეულობა ამოიღეს, სადღაც ეგ ყველაფერი და ჩემი ბალაკლავა ერთად მოხვდა ალბათ,” – განაცხადა სასამართლოში საბა ჯაფარიძემ. (“ნეტგაზეთი”)
მოსამართლე გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებს.