Saturday, October 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი – სუს

October 18, 2025
ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი – სუს

საზოგაოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც ისაუბრეს გუშინ ჩატარებულ ჩხრეკაზე. გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. ჯამში ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 სახლი.

სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით.

„გუშინ დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების: ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 220 000 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება, დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, შემდგომი საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.” ,- განაცხადე სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი 2026 წლიდან – დეტალები
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge