Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

October 18, 2025
„რუსული სათვალთვალო სისტემები მთლიანად მაგისტრალს აკონტროლებს, ანუ შეუძლიათ, ავტომობილებში ვინ სხედან, ისინი გაარჩიონ“ – ირაკლი შაიშმელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა.

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში არ იმყოფება, ის სასამართლო პროცესს არც დისტანციურად დასწრებია.

დღევანდელ სხდომაზე შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, ირაკლი შაიშმელაშვილმა საჯარო მოწოდებები გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლების დისკრედიტაციას და სამართალდამცავების დემორალიზაციას ცდილობდა. ის მათ მოუწოდებდა სამსახურებრივი მოვალეობა არ შეესრულებინათ და ძალადობრივი ქმედებები არ აღეკვეთათ.

პროკურორის თქმით, შაიშმელაშვილის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, შაიშმელაშვილი უდანაშაულოა, თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა გამოყენებულიყო.

შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ ორ აქტივისტს ფულადი ჯარიმა, ორს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge