ირინა იმერლიშვილმა “ფორმულასთან” სატელეფონო საუბრისას განაცახადა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე დატოვა.
“მე მქონდა დარჩენილი 11 თვე უფლებამოსილების ამოწურვამდე და ვინაიდან იყო შემოთავაზება კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისგან რექტორის პოზიციაზე, მე მივეცი თანხმობა აქედან გამომდინარე. ახლა რახან იყო ეს შემოთავაზება, მე მივიღე გადაწყვეტილება სწორედ ამ ვადებიდან გამომდინარე, რაც მქონდა დარჩენილი, მომავალში იქნებოდა თუ არა ვერ გეტყვით”, – ირინე იმერლიშვილი.