შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელა გელაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს.
გარდა ამისა, გელაძის თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გდდ-ს სამმართველოს ყოფილ უფროზე, საზღვარგარეთ მყოფ ირაკლი შაიშმელაშვილზე და კიდევ ერთ პირზე.
შაიშმელაშვილს ბრალად ედება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“.
