სააპელაციო სასამართლომ გიორგი კუჭუაშვილის ბრალი გადააკვალიფიცირა და მას 4 წლის ნაცვლად 2 წელი მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი – პოლიციელისთვის თავდასხმის მუხლი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადაააკვალიფიცირა და მას სასჯელის სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა — კუჭუაშვილი საპატიმროს დაახლოებით 7 თვეში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კუჭუაშვილი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, 2024 წლის 12 მაისს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.