არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილმა ქადაგებისას დღევანდელ ზნეობის კომისიაზე ისაუბრა, რომელზე იმსჯელებ მისი მღვდელთმსახურების შეჩერების საკითხზე. მან კომისიაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
“მზეში ვართ იქ ბურუსია, ჩემთან ქრისტე ანათებს, იქ სიბნელეა… მე როგორ უნდა გავბრაზდე?! ისინი უნდა გაბრაზდნენ, რომ ამ დღეში არიან. მათზე თქვა ქრისტემ, ბრმები არიან, ბრმების წინამძღვრები და ორმოში ჩაცვივდებიან. „ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.”- მეფე დავითმა თქვა. ამ დღეში არიან ზუსტად, კუთხეში არიან მიყენებულები, რომ არ გააკეთონ და არ დამსაჯონ ეს უკან დახევა იქნება, რომ დამსაჯონ, ვის სჯიან?! ეს მათთვის იქნება უდიდესი სასჯელი.
მე არც ასე და არც ისე, არც პატივით და არც პატივის ჩამორთმევით არ გავჩუმდები, მით უმეტეს მათ წინაშე. მე უკვე აშკარად ვხედავ რატომ მებრძვიან, ვინ მებრძვის და აშკარად ვიტყვი ყველაფერს, ხელ-ფეხი გახსნილი მაქვს. ადრე თავს ვიკავებდი, ვიცოდი რომ რაღაცებს აკეთებდნენ, მეც მყავს ჩიტები ძალიან ბევრი, ვიცოდი მაგრამ მეუბნებოდნენ, ძმა ხომ ხარ, და მეც მტკიცებულების გარეშე ვერ და არ ვეუბნებოდი. მაგრამ ახლა უკვე ეს მტკიცებულებაა, რომ მე მებრძვიან და ჩემი დასჯა უნდათ.
მე ახლა სრულიად თავისუფალი ვარ მათ კრიტიკაში, არავის პირად ცხოვრებაზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მათ მოქმედებებზე, მათ რა უბედურებაც მოუტანეს ეკლესიას, კონკრეტულად სახელებით და გვარებით მოგახსენებთ დღეიდან. რა იქნება შემდეგი მაგას ნუ დაელოდებით, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ მე შინაგანად არასოდეს მიბრძოლია სტატუსებისთვის. მე რაც მინდოდა ეს იყო ბერობა, ნებისმიერ სტატუსში ბერი ვიქნები და ნებისმიერი სტატუსი რომელიც მე ჭეშმარიტების მიმართ დამადუმებს არ მჭირდება. მე ვინარჩუნებ ქრისტეს, მათ შეინარჩუნონ ქვები. ათანასე დიდმა თქვა, რომ ქრისტე ჩვენია, ტაძრები და ქვები მაგათიო. იგივეს გავიმეორებ მეც”, – მამა დოროთე ყურაშვილი.