ევროპარლამენტის წევრებმა დღეს, 16 ოქტომბერს, აირჩიეს 2025 წლის სახაროვის პრემიის სამი ფინალისტი.
განცხადების თანახმად, ფინალისტთა სიაში არიან: „დაკავებული ჟურნალისტები, რომლებიც თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტის ზონაში; სერბი სტუდენტები“.
გამარჯვებული სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე, 23 ოქტომბერს გამოცხადდება. პრემიის გამარჯვებულს 50000 ევრო გადაეცემა და დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.