Wednesday, October 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“50 აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51 აკაცუკად მივიდა” – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?

October 15, 2025
„შემიძლია, დავიფიცო…“ – რაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?

ირაკლი კობახიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაუქმებულ შეხვედრაზე საუბრობს, რომლის მიზეზადაც ის მისნისტრის, ელინა ვალტონენის, 4 ოქტომბრის აქციაზე მისვლას ასახელებს. თუმცა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა თავად გააუქმა, რისი მიზეზიც ფინური მხარის განრიგის ცვილება იყო.

“ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან, წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს.

ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, ველოდებით შეხვედრას და გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, კითხვები თუ ექნებოდათ, გაეცემოდა პასუხი, თუმცა, გუშინდელ საღამოს შეიცვალა ყველაფერი, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, სადაც ქუჩა იყო გადაკეტილი… 50 ადამიანი იყო აქციაზე, კანონის საწინააღმდეგოდ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა ამ შეკრებაზე მისვლა… , მშვიდობიანი იყო, თუმცა იყო კანონსაწინააღმდეგო და ეს კარგად იცოდა მან.

მან ერთი ტყუილიც თქვა უკვე აქციაზე და ამას დაამატა მეორე ტყუილი დილით. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა, ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც იცოდა, რომ პიკზე იყო აქცია და არაფერუ შემატებია მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი, კატასტროფა, როდესაც ევროპელი ლიდერები… ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის წევრი ერთერთი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას, უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ.

[კი, ასევე იცრუა გადატვირთულ გრაფიკზე], ზუსტად იგივეა ერთიც და მეორედ. რეალურად თუ გაუქმებაში იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, რა თქმა უნდა, საფუძველი ამით შექმნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმებაზე.

ჩვენ არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია, მათ [ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს] არ ჰქონიათ უფრო სწორად არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმებაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

50 ე.წ აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ამ შეკრებაზე. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “50 აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51 აკაცუკად მივიდა” – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge