მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ერისთვის ხელოვნურად შექმნილ დილემაზე საუბრობს, რომელიც მოიაზრებს არჩევანს თავისუფლებასა და მშვიდობას შორის.
“რეჟიმი აყენებს ყალბ დილემას – მშვიდობა თავისუფლების ნაცვლად.
ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ მშვიდობაც და თავისუფლებაც!
ეს ორი განუყოფელია, თუ გვინდა რომ ვცოცხლობდეთ და არა მხოლოდ ვარსებობდეთ, თუ გვინდა რომ სხვა ერებმა პატივი გვცენ.
თუ ხალხი უარს ამბობს თავისუფლებაზე, ის ჯერ კარგავს ღირსებას და სხვების პატივისცემას და შემდეგ საბოლოოდ წყვეტს არსებობასაც”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.