“მთავარი არის – ვისთვის შიმშილობ? და რისთვის?… მაგალითად მე რომ დავჯდე და შიმშილი გამოვაცხადო ვინმეს გამო, ჩემთვის ის პიროვნება ღმერთის დონის კაცი უნდა იყოს, ან ღმერთის დონის ქალი… ღმერთის დონეზე უნდა მიყვარდეს ის ადამიანი, რომ მის გამო ვიშიმშილო. აი, მე ასეთი კითხვა მაქვს – ღმერთია ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) მათთვის? სხვანაირად არ მესმის ამ შიმშილობის ხასიათი”, – ამის შესახებ მსახიობმა, მწერალმა გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით საუბრისას აღნიშნა.
აი, მაგალითად, მერაბ კოსტავასნაირი ადამიანი რომ გამოჩნდეს სამყაროში, მართლა დავჯდები და ვიშიშმილებ კაცურად, იმიტომ, რომ მე იმ ბიჭის სიგიჟემდე მჯეროდა. ის იყო ვაჟკაცების ვაჟკაცი. მე რომ ვიცოდი ის რა იდეალებით ცხოვრობდა, მისი გულისთვის ნამდვილად ვიშიმშილებდი. ალბათ ამათთვის ასეთი იდოლია მიხეილ სააკაშვილი, რახან ასეა – შიმშილობენ. სხვა რა ვიფიქრო, აზრზე არ ვარ…. მაგრამ თუ ეს შიმშილი მხოლოდ პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული, რომ ვიღაც გადააგდონ და გადმოაგდონ, მე ასეთი შიმშილის არ მწამს. მე იმ შიმშილობის მჯერა, რომელიც ჩემი სამშობლოს იდეალს ემსახურება და იდეალურ პიროვნებას”, – ამბობს გივი სიხარულიძე მაკა რაზმაძესთან საუბრისას.
21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, როცა რუსთაველის გამზირზე მის მხარდასაჭერად აქცია იმართებოდა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, მასობრივი შიმშილობა იწყება.