Tuesday, October 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ეს არის სრულიად აბსურდული” – ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის ადვოკატი

October 13, 2025
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, მათ შორის გიორგი მიქაძე

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის ადვოკატი, გიორგი გამხიტაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი სრული აბსურდია.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უძილაური გადაადგილდებოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, ან თუნდაც მას ჰქონდა გარკვეულ პირებთან კავშირის დამყარების მცდელობა, საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ მას დანაშაულებრივი კავშირი გააჩნდა აღნიშნულ პირებთან.

“ის, რომ გელა უძილაური გადაადგილდებოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, ან თუნდაც მას ჰქონდა გარკვეულ პირებთან კავშირის დამყარების მცდელობა, საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ მას დანაშაულებრივი კავშირი გააჩნდა აღნიშნულ პირებთან. შესაბამისად, როგორც წეღან აღვნიშნე, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად აბსურდული. 

სამწუხაროდ, ზოგადად საქართველოში არის ისეთი ტენდენცია და არა მხოლოდ საქართველოში, მოწმეები და გამოსაკითხი პირები მაქსიმალურად თავს არიდებენ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ასევე გამოცხადდნენ სასამართლოში. დაცვის მხარეს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გაგვიჭირდა მოწმეების მოძიება,” – განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა “კანონიერიქ ქურდის” ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საზარელი ავარია რუსთავში – არის მსხვერპლი
  • ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა
  • საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge