Monday, October 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური…” – რას აცხადებს ლევან ჯანგველიძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოზე

October 13, 2025
კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური, – ამის შესახებ ბ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა – ინფორმაციას IPN ავრცელებს.

როგორც გელა უძილაური ამბობს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა “პირად წყენას უკავშირდება”.

უძილაურმა ასევე გაიხსენა 2022 წლის ამბავი, სადაც ლევან ჯანგველაძესთან, კიევში, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა მას და მის უკრაინელ მეგობარს, სერგეი ბინდარენკოს, რის გამოც შეურაცხყოფილი იყო.

„2022 წელს ვიყავი უკრაინაში. 2 თვე მომიწია ცხოვრება. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად ვმუშაობდი. იქ გავიცანი სერგეი ბინდარენკო, ჩემი ძმაკაცია. სერგეის ჰქონდა თავისი ბიტკოინების ქარხანა. ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა, ერთ-ერთი ლევან ჯანგველაძე იყო ჩართული…ლევანთან „სკაიპით“ დავკონტაქტდი [სერგეის მეშვეობით]…

ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ. მე და სერგეი მივედით ლევანთან შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ, 8-10 კაცი იქნებოდა. ძალიან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს. ჩაგვყარეს „ბაგაჟნიკებში“ და წაგვიყვანეს სადღაც. უზომოდ შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქედან წამოვედი საქართველოში…. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. ადამიანი რომ ძაღლს ჯოხს დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია და მე ადამიანი ვარ და ჩემი ღირსება მაქვს და ვიღაც რომ ბევრი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მისით სულ ვინტერესდებოდი, მინდოდა დალაპარაკება. მინდოდა მეთქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი… პირდაპირ გეტყვით, რომ ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა…

13 მარტს სერგეი მოვიკითხე, რომელმაც მითხრა, ლევანის ახლო მეგობარი დაიღუპა საქართველოშიო. ვუთხარი მისამართი და გარდაცვლილის სახელი და გვარი გამიგე-მეთქი. მითხრა, გურამ გოგია, რომელიც ჭავჭავაძის დასაწყისში ცხოვრობსო.

ვიყავი ჭავჭავაძეზე და ვნახე მისამართი, სამძიმარი სადაც იყო. მერე წავედი სახლში. შაბათს იყო დასაფლავება… პარასკევს საღამოს სახლიდან რომ გამოვედი, თხელი კლასიკური ჩასაცმელი მეცვა. ხელში მეჭირა „ცელოფანი“. იარაღი, რომელიც მქონდა, გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიშვილის ნაჩუქარი იყო….

მოკლედ, ჩემი დღის რეჟიმი იყო ასეთი, ლევანის ან ვნახავდი ან არ ვნახავდი. პარასკევს მინდოდა ლევანის ნახვა, ცოტა რთული მოსაყოლია…

[ჭავჭავაძის გამზირზე] ლევანმა რომ გამიარა, ძალიან დამაკვირდა, ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იცნობ, ამდაგვარი სახე ჰქონდა. ვაპირებდი, რომ გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, ამის საჭიროებას არ წარმოადგენდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი ბატონო მოსამართლე. არ მინდოდა პირდაპირ კონფლიქტში შევსულიყავი ლევანთან. ვიფიქრე, პანაშვიდზე ხომ ავა და რომ ჩამოვა… მოკლედ, ლევანი ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე. რომ ჩამოვიდა, სკამზე ვიჯექი და ფეხზე დავდექი. ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი. თან თითქოს ჩაილაპარაკა, აი, სადღაც რომ ადამიანი გყავს ნანახი, ეგრე. ვიფიქრე დაველაპარაკები-მეთქი. რომ გამოიარა – შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. ჩქარა მიდიოდა, მეც ჩქარა მივდიოდი… ერთი შემოტრიალება შემოტრიალდა, რომ შემომხედა – დავინახე, დაძახებას ვაპირებდი და როგორც კი „რესკად“ შემოტრიალდა, შემომხედა და მეც შევხედე.

ერთი წამი ვიფიქრე, იარაღს აიღებს-მეთქი ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა, „სკაიპში“ რომ მითხრა: „შენ მოგაქცევენ ყურადღებასო“. შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე, არადა [ერთ პირს ფეხში მოხვედრია]…

მერე წავედი ყინწვისის მონასტერში. მართლა ასეთი განცდა მქონდა, რომ ლევანი დაჭრილი მეგონა და გავიფიქრე, ნეტა გადარჩეს-მეთქი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. მერე მეორედ მინდოდა მონასტერში წასვლა და შემდეგ პოლიციას ჩავბარებოდი. სანამ მეორედ მონასტერში წავიდოდი, შევედი სასტუმროში, მაინტერესებდა ლევანის მდგომარეობა. ეს ხდება კვირას და მე ორშაბათს ვაპირებდი პოლიციაში ჩაბარებას. სასტუმროში რომ მივედი, არეული ვიყავი“, – განაცხადა ჯანგველაძემ (IPN-ის ცნობით)

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს” – რას აცხადებს დიმიტრი მედვედევი?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge