ნობელის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა, რომელიც ამ დროისთვის ნიკოლას მადუროს რეჟიმს ემალება, ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და საქართველოსა და ვენესუელას გამარჯვება უსურვა.
“მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა მარია მაჩადოს, ვენესუელაში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების საპროტესტო მოძრაობის სულისჩამდგმელს.
მას შემდეგ რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ჩავესმა აღიარა ჩვენი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას.
მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც”