Friday, October 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული” – რა კომენტარს აკეთებს ბაჩო ახალია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

October 10, 2025
“ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული” – რა კომენტარს აკეთებს ბაჩო ახალია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

ბაჩო ახალია შსს – ში გამოკითხვაზე დაიბარეს, სადაც მან მედიას განუცხადა, რომ ხმის ჩანაწერი რომელთან დაკავშირებითაც დაბარებულია ფალსიფიცირებულია და ის 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართული სრულიად არ იყო.

“გზაში გავიგე, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს, არც უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს რომ 4 ოქტომბრის ძალადობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს 1000%-ით ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა ბგერაც არაა ჩემი.
მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის პაატათი მიმართვა და ამ სტილით. ჩემი უფროსი მეგობარია, მამაჩემის ტოლა კაცია და ყოველთვის მოკრძალებით, საერთოდ სხვა სტილის ურთიერთობა გვაქვს.
ძალიან მრცხვენია და ასე რომ ვთქვათ, მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი თვალს სამწუხაროდ. მეორე მხრივ თუ საღი აზრის ფარგლებშია ადამიანი უნდა ესმოდეს, რისი არის მანდ ორგანიზება? ბატონი პაატას და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ სად ცხოვრობენ.
ჩემი აზრით უბრალოდ აქ საუბარია ერთ მარტივ რამეზე, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არიან პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ. აბსოლუტურად როგორც თქვენ ნახეთ, ისე მეც.
მე მგონია, რომ ძალიან მარტივ პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელზეც 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ბუა, მათ შორის ერთი მე ვარ.
ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, მურთაზი ჩვენი მეზობელია…
უბრალოდ ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ ის რაც მთელმა საქართველომ დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 5,15 ან 100 კაცი, ვისაც შეუძლია თავგანწირვა, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა ამ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოსი.
ბატონ პაატას [ვესაუბრე] ალბათ ერთი თვის წინ, სექტემბერში არ მინახავს. მურთაზს ხშირად ვნახულობ, ჩემი მეზობელია. მის მეუღლეს და შვილს ვნახულობ, ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ.
[დაჭერას] არ გამოვრიცხავ, ეს იმ კონცეფციის ნაწილია, მე როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი.
არის სამი ვარიანტი, რომელიც შემოგვთავაზეს საჯაროდ ყველას „ან ყველანი ციხეში, ან ყველამ ქვეყანა უნდა დატოვოს, ან გარუსდებით.“
ეს 4 ოქტომბერი იყო მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების იმ რანგის დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, უფრო სხვანაირი, კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი, პირველი შემთხვევა, რომ ადამიანებმა გაბედეს გააკეთეს, დამარცხდნენ იმ ბრძოლაში … მე მოხიბლული ვარ.
ადამიანურად ძალიან მაღიზიანებდა, როდესაც ამბობენ რომ არ მივალ პროკურატურაში, მოვიდეს სასამართლოსთან, რა განსხვავებას ნახულობთ ? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? რა, ადვოკატი არსებობს? სასამართლო არსებობს? კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ.
მშვიდობიანი იცით რას ნიშნავს, იმას რომ ბატონ პაატას ხელში არაფერი არ ეჭირა, ნიღაბი და აირწინაღიც კი არ ეკეთათ… აი ესაა მშვიდობიანი.
მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა მოძრაობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ასე ვიცხოვრე ეს თვეები… მე კი არა ყველას შემოგვითვალა ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან ქვეყანას დატოვებთ, ან გარუსება”, – აცხადებს ბაჩო ახალაია მედიასთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • სასამართლომ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეუფარდა
  • პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge