44 პატიმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს სიშლეგე მოიგონა – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“44 პატიმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს სიშლეგე მოიგონა.
ასევე, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ამ სიშლეგეს 24/7 ეთერი უყიდა და ორი თვის განმავლობაში სასოწარკვეთილ მოქალაქეებს ტვინი ურეცხა დროშაში გაბუდნული, დებილი მჩხიბავებით, თან ისე, რომ ამ სიშლეგის კრიტიკოსებს უბლოკავდა!
რეჟიმიო – მხეცს რომ დაღებულ ხახაში ცხვრებს ჩაუყრი, შეჭამს! და ეს მხეცის ბრალი არ იქნება – მხეცია და იმიტომ.
ახლაც, მონა ტელემედიების დახმარებით, დგანან და ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს სააკაშვილის სიშლეგესა და ხაზარაძის კოლაბორანტობას შორის იყო არჩევანი და მესამე გზა – მტკიცე, მშვიდობიანი და განგრძობითი საპროტესტო მარათონის არ არსებობდა.
ისევ გატყუებენ ხაზარაძემედიები მეგობრებო.
ისევ გიმალავენ საღ აზრს.
და ისევ ბიძინასტანის მსხვერპლად გწირავენ!
ეს ვუთხარი გუშინ ტვ პირველს – ანუ ხაზარაძის ბუასილს – და არათუ კომენტარი არ გაუშვა, ჩანაწერიც კი არ მომცა რომ მე დამედო კედელზე. 🙂
(ფულს მათხოვრობენ – კაპიკი არ
ჩაურიცხოთ, ვინც მე მენდობით მეგობრებო მაგ ოლიგარქიულ ბუასილებს – ისე უნდა განადგურდნენ ეგ მანიპულაციის კლოაკები , რომ სამაგალითო კარიერულ სირცხვილად დარჩეს მანდ მუშაობა ყველას)”