Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

(ფოტო) განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა! მახსოვს, ერთ წამში გაანადგურა დიდი რუდუნებით შეფუთული საჩუქარი და გულიანად იცინა – რას იხსენებს ნათია ბანძელაძე მიხეილ სააკაშვილზე

December 22, 2021
(ფოტო) განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა! მახსოვს, ერთ წამში გაანადგურა დიდი რუდუნებით შეფუთული საჩუქარი და გულიანად იცინა – რას იხსენებს ნათია ბანძელაძე მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ საჩუქრის ფოტოს, რომელიც როგორც პრეზიდენტს, 2010 წელს მანანა მანჯგალაძესთან ერთად უსახსოვრა და წერს:

„2010 წელი – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღის საჩუქარი. საჩუქრის შერჩევა ყოველთვის რთულია, სულ ეძებ ისეთს, განსაკუთრებული ემოცია რომ გამოიწვიოს, ცოტა მოულოდნელიც რომ იყოს და დაბადების დღეც გაახალისოს… ასე ვიფიქრეთ ბევრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის პატარა ემოციური გზავნილი, რომელიც იუბილარს გაახარებდა. აღმოჩნდა, არ შევცდით…

ამ თემატური თოჯინით ზუსტად დავიჭირეთ მისი ხასიათიც და კარგადაც იხალისა. თოჯინის იდეა მიშას ხასიათის დაჭერა იყო: საყვარელი ველოსიპედი, თავისუფლების შეგრძნება და წინ, დიდი სიჩქარით რბოლა! სიჩქარეზე გამახსენდა, საჩუქარი სანამ დამზადდა, მიშას უკვე სხვადასხვა ქალაქში ველოგზები ჰქონდა გახსნილი, ჰოდა, ჩვენც დასრულებული თოჯინა დავაკორექტირეთ და ,,გზაში დავაწიეთ“ ველოგზის საფენის იდეაც! ამ დეტალმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა! მახსოვს, ერთ წამში გაანადგურა დიდი რუდუნებით შეფუთული საჩუქარი და გულიანად იცინა, ისიც მახსოვს, როგორ ითხოვა პრეზიდენტის საჩუქრების მუზეუმში დადება. იქ, სადაც, ათეულობით სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირის და მსოფლიო ვარსკვლავების გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქრები იყო და სასახლის ვიზიტორებისთვის დათვალიერებისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი იყო.

ამ თავისუფლების და წინსვლის სურვილით შეპყრობილი ,,მიშას თოჯინა“ თითქოს ახლა კიდევ უფრო მეტად გამოხატავს მის და ყველა ჩვენგანის სურვილს! #თავისუფლებამიშას!!!

P.S. ერთ-ერთი ასეთი ველოგზა ანაკლიაში ქალაქი ლაზიკას დაარსების დღესაც გავხსენით, ჰოდა, გილოცავთ ასე სიმბოლურად და დიდი, სასწაული პროექტის ,,ლაზიკის” დასრულებას გისურვებთ!“, – წერს ბანძელაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

https://mix.metronome.ge/24636-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge