4 ოქტომრის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძის ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას თქმით, კირვალიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და ჩაბარდა.
“როცა ნახა ინიციალები და როცა იცოდა, რომ აქციაზე იყო, მივიდა და კითხა მე ხომ არ მეძებთო, ეს არის ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე. ეს არ არის იმ ადამიანის საქციელი, როგორსაც ახასიათებენ ხოლმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ხალხს, ვისაც უნდა, რომ აქ რაღაც ტერორისტული აქტები მოაწყოს, პირიქით ამგვარი ადამიანების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს მადლობელი”, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
