Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩამოვიდა რევოლუციის მხარდასაჭერად და აგერ, საპატიმროშია ახლა” – რას წერს რომან გოცირიძე

October 9, 2025
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?
პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აქტივისტის, ნანა სანდერის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვიღაც ქართველი გოგო დაიჭირეს, რომელიც გერმანიიდან ჩამოსულა “მშვიდობიანი დამხობის” მხარდასაჭერად. ზოგი ამბობს ფსიქიურად არაადეკვატურიაო, ზოგიც საყვედურობს, რას მოდიოდა, თავს რად სწირავდაო, ზოგიც ემიგრანტებში ფულებს აგროვებდა აქციისათვის და ნაწილი მიითვისაო, ზოგი იმასაც ამბობს რუსიაო ქართულად მოლაპარაკე ( ანუ შემოგზავნილიო), ზოგი ამბობს უკრაინაში მებრძოლებს თავგზას ურევდა მიმოწერით, აქციაზე უნდა ჩამოეტყუებიაო( ანუ მერე დაიჭრდნენო აქ), ზოგი ამბობს, ბიძინას აგენტია, მეამბოხეებში ჩანერგილიო. მოკლედ, დაიჭირეს ეს გოგო და დამცველი და თანამგრძნობი არავინ ჰყავს, პირიქით, ნიადაგიც კი შეუქმნეს დასაპატიმრებლად სოციალურ ქსელში მის ლანძვით.
დავვინტერესდი და გადავავლე თვალი მის ფეისბუკგვერდს. ერთი, როგორ იტყვიან, გულანთებული პატრიოტია, გზააბნეული თუ თავაბნეული, არც მთლად გაწონასწორებული ხასიათით( რბილად რომ ვთქვათ), ისეთი, როგორიც ბევრი გვინახავს, როგორიც ბევრს მოსწონს და ბევრს აღიზიანებს. ასეთებს ბევრი შეცდომა მოსდით, ამავე დროს თავზეხელაღებულები არიან და ხშირად ილუზიებში დაფრინავენ, იდეურები არიან და ზოგჯერ რეალობას მოკლებულები. ჩამოვიდა რევოლუციის მხარდასაჭერად და აგერ, საპატიმროშია ახლა. მისი გულუბრყვილო თუ არასერიოზული პოსტების გამო ალბათ ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორობასაც აჰკიდებენ.
ჰო და ამ საწყალ გოგოს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის ალბათ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ხასიათის, მოღალატედ აცხადებენ ოპოზიციურ ფლანგზე და რევოლუციის ჩავარდნას აბრალებენ, ხოლო “ოცნების” რუსული რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და არაადეკვატური ფეისბუკპოსტებისათვის ცხრაწლიან ციხეს მიუსჯის.
მარტო ოპოზიციური პარტიები კი არ არიან ეთმანეთს გადაკიდებულები, არამედ ოპოზიციური საზოგადოებაც. ინტერესებიც მრავალფეროვანია, მხოლოდ იდეებში არ არის საქმე.
ამ გოგოს დახმარება სჭირდება. თავდ ის ფაქტი, რომ დაკავებულია და “ოცნების”რეჟიმი თავისი გეგმის ნაწილად აპირებს გამოყენებას, ესეც საკმარისია მასზე ყურადღების მისაქცევად და გვერდში დასადგომად.” – წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, ნანა სანდერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge