გთავაზობთ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ჩანაწერს, რომელსაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს:
“ს უ ლ ე ლ ი ს თ ქ მ ა!
თუ არ მეშლება, ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ქართველებს ძალიან დაგვიქვეითდა განათლების დონე! აგრეთვე, თუ არ ვცდები, ჩვენ, ქართველებმა, არავინ იცის სად, დავკარგეთ ზრდილობა! მგონი, სამუდამოდ!
საღი გონება,
სამშობლოს სიყვარული,
ჰუმანიზმი,
სიყვარულის უნარი,
მშობლების პატივისცემა,
ელემენტარული კაცთმოყვარეობა –
დუჟმორეულ მრუდე პოლიტიკას საბოლოოდ ემსხვერპლა!
დორბლიანმა ფანატიზმმა,
ველურმა შეტევებმა,
კივილ-წივილმა,
კურთხვა-გინებამ
ქართველების საქვეყნოდ ცნობილი რაინდული სული შ თ ა ნ თ ქ ა!
კვალიც არ დაგვიტოვა უაზრო ბრბომ!
ქართველებო, დავიბრუნოთ განადგურდბული სიმდიდრე!
სასაცილოა, მოგვპარეს და,
რაც მთავარია, არ სჭირდებათ!
ჭაობში ლპებიან და ისიც აღარ იციან ვინ არიან!”
“ყ ვ ა რ ყ ვ ა რ ე ე ბ ი ს ქ ვ ე ყ ა ნ ა!”
“ჭ ა ო ბ ი ს შ ე მ ქ მ ნ ე ლ ი და კვაჭიჭების ბ ე ლ ა დ ი!”
“ა მ ი ნ!”