4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალქში განვითარებული მოვლენების გამო, გამოძიება დაწიყო 4 სხვადასხვა მუხლით. 4 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებულია 13 პირი, ხოლო 2 პირს ამ დრომდე ეძებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამნისტრო ავრცელებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი – ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..”, – შინაგან საქმეთა სამინისტრო.
