არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, უწყებაში იგეგმება ბრიფინგიც, თუმცა ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტული დრო.
სავარაუდოდ, საქმე ეხება 4 ოქტომბერს, თბილისში ორბელიანის სასახლესთან განვითარებულ პროცესებს.
როგორც ცნობილია, საქმეზე დაკავებული არიან მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელთა სასამართლო პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება.
