Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურამ კაცს, რომელმაც ცოლის დაწვა სცადა, ბრალდება დაუმძიმა

October 6, 2025
პროკურატურამ კაცს, რომელმაც ცოლის დაწვა სცადა, ბრალდება დაუმძიმა

პროკურატურამ კაცს, რომელმაც კასპში ცოლს ჭრილობები მიაყენა, ხოლო შემდეგ მისი დაწვა სცადა, ბრალდება დაუმძიმა.

დაკავებულს ბრალდება შემდეგი სახით გადაუკვალიფიცირდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.

დანაშაული თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაშავებული ქალის გარდაცვალების შემდეგ იქნა მიღებული.

“საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა“, – აცხადებს პროკურატურა.

საუბარია 25 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა გულ-მკერდის არეში.

გამოძიების ვერსიით, კაცი წარსულში სისტემატურად ძალადობდა ყოფილ ცოლზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • ამ წუთებში, ქუთაისში, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარია – ვითარება ადგილზე
  • “დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას“- რას ამბობენ თვითმხილველები ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge