ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა – 34 წლის დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
საინფორმაციო გამოცემა Economictimes-ის ინფორმაციით, UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილის ანაზღაურება ამ გამარჯვებისთვის, დაახლოებით, 2 მილიონ დოლარს შეადგენს.
UFC 316-ზე გამარჯვების შემდეგ დვალიშვილის ჯამური შემოსავლები, დაახლოებით, 2.3–2.39 მილიონ დოლარს შეადგენდა.
