არაა დვალიშვილი ქოცი, არც თოფურია, არც ხვიჩა კვარაცხელია, არც ჩვენი ფეხბურთელები და კალათბურთელები – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მერაბ დვალიშვილმა წუხელ მოწინააღმდეგე დაანგრია და ჩემპიონობა კიდევ ერთხელ დაიცვა.
მერაბი უზარმაზარ საქმეს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
ცოტა რამ ტატუზე:
ზოგადად, ტატუ არ მომწონს. ვხვდები, რატომ არა აქვს კრიშტიანუ როლანდუს ტატუ. ასეთი მდგომარეობა მის ცხოვრების სტილს, ტიტანურ შრომას, სპორტულ პედანტურობას და “სისუფთავეს” უსვამა ხაზს. მას არ სჭირდება დამატებუთი დოპინგი ტატუს სახით ფსიქოლოგიურად მოსაძლიერებლად.
მესი ისევე კარგად თამაშობს ტატუს მერე, ვიდრე ტატუმდე თამაშობდა. ჩემი აზრით, რაღაც მომენტში, როცა ჩავარდნები დაეწყო და დეპრესიულად გამოიყურებოდა, ფსიქოლოგიური გადატვირთვისთვის ტატუც გამოიყენა.
ვინ რატომ იკეთებს ან არ იკეთებს ტატუს, მხოლოდ ინდივიდუალური მოტივებით შეიძლება აიხსნას, რაც ძალიან განსხვავებულია. რამდენიმე დღის წინ მინისერიალის ყურება დავამთავრე ჰავაის ტომებზე( “ომის ბელადი”) და ისეთი ლამაზი და სიმბოლური ტატუები ეკეთათ, ლამის მეც გავიკეთო ამ სიბერეში.😀
მერაბი არატატუირებული სპორტსმენია. მას შემდეგ, რაც ამ სახეობის სპორტის მესვეურებმა აკრძალეს ოქტაგონზე ეროვნული დროშების გამოტანა, ადგა და ამ კაცმა მკერდზე დაიხატა საქართველოს დროშა. მიდი და შეედავე.😀
გუშინაც, საქართველო, როგორც გმირებისა და მეომრების ქვეყანა ახსენა ორთაბრძოლის შემდეგ. ტრამპსაც შეახსენა მანამდე, “ვისი გორისა იყო”.
ხშირად უსამართლო კრიტიკა გაისმის ხოლმე სპორტსმენების მისამართით. იმაზე მეტს ვთხოვთ პოლიტიკაში ჩართულობის მხრივ, ვიდრე ეს შესაძლებელია. შეუძლებელია წესიერი და პატრიოტი ადამიანი იყოს ქოცი. არაა დვალიშვილი ქოცი, არც თოფურია, არც ხვიჩა კვარაცხელია, არც ჩვენი ფეხბურთელები და კალათბურთელები. რა მათი ბრალია, თუ გასახდელში რომელიმე ქოცი პრემიერი თუ ფედერაციის პრეზიდენტი შებოდიალდება, ფოტოს გადაიღებს და მერე საჯაროდ გამოფენს. გუშინ რომ ლეგენდა იყო და დღეს ქვეყნის ღალატის გამფორმებელ პარლამენტში ზის ქოცების სახელით, გუშინ რომ ხალხს უყვარდა და დღეს რომ სძულს, ამას ღებულობენ გაქოცების შემდეგ. იცის ეს ყველა გონიერმა სპორტსმენმა.
წუხელ ღამე გავათენე. აქციებიდან დამარცხებულმა( რაც დროებითია) სახლში დაბრუბებულს მერაბმა ცოტათი გამომიკეთა ხასიათი.
“საქართველოს გაუმარჯოს”!-ამბობს ეს ტატუ, რომლის დიდად მოყვარული, როგორც ვთქვი, არა ვარ, მაგრამ ეს საუკეთესო ტატუა მსოფლიოში”