ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა – 34 წლის დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
“ვვითარდები, მეც და ჩემი მწვრთნელიც გაოცებულები ვართ, როგორ ვხდები უკეთესი. საქმე ისაა, რომ დაუღალავად ვვარჯიშობ. ვთვლი, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებ. ადრე შეშლივით ვიბრძოდი, მუდამ დიდი გული მქონდა, მე ხომ ქართველი ვარ, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ. ტექნიკას ახლა ვსწავლობ, თავიდან ძიუდოისტი ვიყავი და სტილის შეცვლა მომიხდა.
მეორე რაუნდში ნოკაუტი შემეძლო, რაც გამიკვირდა. ადრეც ვთქვი, რომ ჩემი გეგმა ნოკაუტი იყო, რაც თითქმის შევასრულე. ვფიქრობ, ახლა ხალხი ჩემს დარტყმებსაც პატივს სცემს.
პიტერ იანი კარგად გამოიყურება და ის მზადაა. არ მსურს, პასიური ვიყო. მზად ვარ, დავბრუნდე და შემდეგი ბრძოლა დეკემბერში ჩავატარო, თუ ასე არ მოხდა, მე მაინც გავაგრძელებ განვითარებას და ვიღაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჩემპიონი ვარ, კვლავ მოვიგე და ცხოვრება მშვენიერია. თუმცა ეს შერეული ორთაბრძოლებია და ყველაფერი შეიძლება ერთმა დარტყმამ შეცვალოს, აქ ბევრი კარგი მებრძოლია. მადლობა ჩემს გუნდს“ – აღნიშნა დვალიშვილმა.