ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ვერსიაზე. სტატიის თანახმად, ჟვანია მიხეილ სააკაშილის ბიძის, თემურ ალასანიას იარაღის გამყიდველთა მაფიის წევრებმა მოკლეს.
“რასაც მე ვწერ, ამ ყველაფერზე გამოკითხულია გოგლა ჟვანიაც და ირაკლი კაკაბაძეც… მით უმეტეს, იმ პერიოდში, გუდისი ცდილობდა ხშირად ეკონტაქტა ირაკლი კაკაბაძესთან…
ჟურნალისტებს ვთხოვ, აიღონ ინტერვიუები უშუალო მოწმეებისგან და ასევე, აუცილებლად წაიკითხონ ჰილარი კლინტონის წერილი…
ერიკ გუდისი და თემურ ალასანია 2005 წლის დასაწყსიდან უკვე აშკარად იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ ჟვანიას “მოაშორებდნენ”’ თანამდებობიდან. მათ კომუნიკაცია ჰქონდათ იმდროენდელი მთავრობის გარკვეულ წევრებთან.
2005 წლის 10 იანვარს ზურაბ ჟვანიამ გამოხატა თავისი წუხილი, რომ საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით ხდება “იარაღის გამსაღებელთა მაფიის მძევალი” – და გამოხატა სურვილი, რომ გადამდგარიყო და წასულიყო აშშ-ში თავის მეგობარ სტროუბ თელბოტთან ოჯახთან ერთად. მან თქვა, რომ უკვე შეუძლებელი ხდება თემურ ალასანიას გავლენებთან ბრძოლა და ქვეყანაში ყველა სრატეგიული ობიექტი მისი იარაღის ვაჭრობის ბიზნესის დაქვემდებარებაში გადადის. ამის თაობაზე ინფორმაცია გააჩნია ჟვანიას ბევრ ახლობელს და ამაში დამალული არაფერია. პროკურატურაშიც დევს თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული ზარები ჟვანიას სხვადასხვა ახლობლებთან, სადაც ის ცდილობს დააშინოს ეს ადამიანები. ამის პარალელურად რუსეთის გრუ ცდილობს გაავრცელოს ყალბი ვერსიები ჟვანიას მკვლელობის – “კვალის დასაფარად” – ერთ-ერთი ეს ყალბი ვერსიაა ‘საფერფლის ვერსია’, რომელზეც რუსები კინოებსაც იღებენ, იმისთვის, რომ მათი იარაღით მოვაჭრეები არ წარმოაჩინონ.
რეალურად, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მთავარი მიზეზი გახლდათ – თბილისის აერორპორტის პრივატიზაციის პროცესი, რომელიც მაშინ სასწრაფოდ სჭირდებოდა თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს. სწორედ ამ საკითხზე მოხდა ეს ფატალური დაჯახება. ჟვანია არ დათანხმდა ალასანიას ჯგუფის მიერ შეთავაზებულ ქრთამს და ამის შესახებ შეატყობინა თავის მეგობრებს ამერიკაში. იმ დღეებში მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა როგორც მადლენ ოლბრაიტთან, რომლის პრემიაც მიიღო, ასევე, სტროუბ ტელბოტთან და აგრეთვე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთანაც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჟვანიას მოკვლა ალასანიას იარაღის გამყიდველთა მაფიის წევრებმა. ნებსმიერი სხვა “მოტივაციური ვერსია” საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ კვალის ასარევად გამოიყენება რუსული დაზვერვის და ალასანიას ჯგუფის მიერ. ალასანია გახლავთ დეზინფორმაციის განყოფილების ერთ-ერთი წამყვანი ოფიცერი იური ანდროპოვის კგბ-ს დროიდან.
ასევე, არსებობს ჰილარი კლინტონის წერილიც, სადაც ლაპარაკია მილიარდობით დოლარის იარაღის გადაყიდვაზე მესამე ქვეყნებში…
საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი, თემურ ანდღულაძე ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის სერიოზული გამოძიების შესახებ ექსკლუზიურად “კვირასთან” საუბრობს.
ჰილარი კლინტონმა საქართველოში, აშშ-ის საელჩოში წერილი გამოაგზავნა. წინასწარი მონაცემებით, ეს იარაღი, რომელსაც ლიცენიაც კი არ ჰქონდა, უკანონოდ იყიდებოდა სეიშელის კუნძულებზე, სადაც კომპანია ,,ბოლტრეიდინგი“ უკანონოდ იყო გაფორმებული. ჰილარი კლინტონი შეშფოთებული იყო იმით, რომ ამ კომპანიასა და მის კომპანიონებს არ ჰქონდათ გაფორმებული ბონაფიდეები. ყოფილი სახელმწიფო მდივანი აღშფოთებული აღნიშნავს, რომ კომპანიას აქვს აღნიშნული იარაღით არალეგალური ვაჭრობა და დადგენილია მისი კავშირები ორგანიზებულ კრიმინალთან. ჩვენი პარტნიორები მიუთითებენ თემურ ალასანიას კავშირებზე ტარიელ ონიანსა და მისი ორგანიზებული კრიმინალური ბანდის წევრებთან. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი არ ითანამშრომლა ობამას ადმინისტრაციასთან – ეს იყო ძალიან დიდი შეტაკება.
-მასში ჰილარი კლინტონი ძალიან სერიოზულ შეკითხვებს სვამს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. 2009 წელს განხორციელებული ეს ოპერაციები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნაყიდი რუსული იარაღი ირანსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. გაიხსენეთ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოს ომი უწევს რუსეთთან. ეს იარაღი – ზოგი, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის-ძალიან გამოადგებოდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა “ბელტრეიდინგის” ოფშორული კომპანიის უკანონო ქმედებების შედეგად. სწორედ ამ კომპანიას უკავშირებენ ჩვენი პარტნიორები თემურ ალასანიასა და მის მეგობრებს. ჩვენ ხელთ არსებული მასალების თანახმად, დაახლოებით, 10-15 მილიარდის იარაღია გადაყიდული მესამე ქვეყნებში შესყიდვის შემდეგ. მათი დანაშაული ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული ჯეროვნად. პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფის გააქტიურებას ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ზურაბ ჟვანია 2004 წლის დეკემბერში. პრემიერ-მინისტრის სიკვდილის შემდეგ, ამ დანაშაულებრივმა, ტრანს-ნაციონალურმა ჯგუფმა ხელ-ფეხი გაშალა.
ჰილარი კლინტონის 2009 წლის ივლისის კეიბლი”, – წერს გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/23395-2/